დიდი დაბრუნება – ჩეხი ჩელსის 25 კაციან შემადგენლობაშია

სულ ახლახანს “ჩელსის” ოფიციალურ გვერდზე “ლურჯების” პრემიერლიგის 25 კაციანი განაცხადი გამოქვეყნდა.

რაც არ უნდა მოულოდნელი იყოს, შემადგენლობაშია ლეგენდარული მეკარე პეტრ ჩეხი, რომელმაც კარიერა გასულ ზაფხულს დაასრულა. 38 წლის ფეხბურთელი “ჩელსიში” ტექნიკურ მრჩევლად უკვე მეორე წელია მუშაობს.

როგორც ლონდონელთა ოფიციალური გვერდი იტყობინება, ჩეხი “ჩელსის” კორონავირუსისგან გამოწვეული რთული ვითარების გამო დასჭირდა. ლამპარდის განკარგულებაში გუნდის მხოლოდ ერთი მეკარე – კეპა არისაბალაგაა.

“ეს არის პრევენციული ნაბიჯი, რომელიც COVID-19-ის კრიზისის უპრეცედენტო მდგომარეობისგანაა გამოწვეული. ჩეხი იკავებს პოზიციას, როგორც კონტრაქტის არმქონე მოთამაშე,” – წერია “ჩელსის” ოფიციალურ განცხადებაში.

 

 

დიდი დაბრუნება – ჩეხი ჩელსის 25 კაციან შემადგენლობაშია

სტატიის ავტორი
-