დიეგო მარადონა დააპატიმრეს

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, არგენტინელი დიეგო მარადონა დააკავეს.

დაკავების მიზეზად სახელდება 5 მილიონი ევრო, რომელიც მარადონას თავისი ყოფილი მეგობარი გოგოსთვის უნდა გადაეხადა და არ გადაუხადა. გადასახადი არგენტინელს სასამართლომ დააკისრა.

როსიო ოლივა მარადონას ყოფილი მეგობარია, რომელმაც სასამართლოში იჩივლა. მარადონა და ოლივა ერთად 6 წელი ცხოვრობდნენ.

სასამართლო პროცესი 13 ივნისს ჩაინიშნა. შეგახსენებთ, რომ დიეგო მარადონა ამჟამად მექსკური კლუბის, “დორადოსის” მთავარი მწვრთნელია.

დიეგო მარადონა დააპატიმრეს

სტატიის ავტორი
-