დინამო არენას ევროპა ლიგის ფინალის მასპინძლობის უფლება არ მისცეს

დღეს სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანაში UEFA-ს სხდომა შედგა, სადაც სხვადასხვა ტურნირების მასპინძლების ვინაობა დაასახელეს.

ჩვენთვის ძალიან საინტერესოა ევროპა ლიგის 2021 წლის ფინალი, რომლის მასპინძლობისთვის “დინამო არენა” და “სანჩეს პისხუანი” (სევილია) იბრძოდნენ.

როგორც უკვე ცნობილია, UEFA-ს სხდომაზე ოფიციალურად გადაწყვიტეს, რომ ევროპა ლიგის მომდევნო სეზონის ფინალს ესპანეთი უმასპინძლებს. სანჩეს პისხუანის სახელობის სტადიონი, რომელზეც “სევილია” თამაშობს, 43 883 მაყურებელს იტევს.

დინამო არენას ევროპა ლიგის ფინალის მასპინძლობის უფლება არ მისცეს

სტატიის ავტორი
-