დინამო ბათუმთან მატჩამდე სლოვანი მილანის ექს-ფეხბურთელით გაძლიერდა

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე “სლოვანი” საგრძნობლად გაძლიერდა.

“დინამო ბათუმის” მომავალმა მეტოქემ იურაი კუცკა დაიმატა. მხარეებს შორის 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

35 წლის გამოცდილ ნახევარმცველს კარიერის განმავლობაში “ჯენოას”, “ტრაბზონსპორის”, “პარმას”, “უოტფორდის” რიგებში უთამაშია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იურაი 2015-2017 წლებში “მილანის” რიგებშიც ასპარეზობდა.

კუცკას სლოვაკეთის ეროვნულ ნაკრებში 90 მატჩი აქვს ჩატარებული. მას 2016 წლის ევროპის ჩემპიონატსა და 2010 წლის მუნდიალზეც უთამაშია.

დინამო ბათუმთან მატჩამდე სლოვანი მილანის ექს-ფეხბურთელით გაძლიერდა

სტატიის ავტორი
-