დინამო თბილისი ამხანაგურ მატჩებს კიდევ სამ გუნდთან გამართავს

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი “დინამო თბილისი” ახალი სეზონისთვის მზადების მე-2 ეტაპს თურქეთში გადის.

გიორგი ნემსაძის გუნდმა თურქული შეკრება 2021-ის ფარგლებში წინასასეზონო შეკრებაზე 3 ამხანაგური შეხვედრა გამართა.

“დინამო თბილისმა” პირველი მატჩი სერბული “რადნიკის” წინააღმდეგ 23 იანვარს ჩაატარა და შეხვედრაში მინიმალური სხვაობით 1:0 დამარცხდა. მე-2 მატჩში ასევე სერბულ “ნაპრედაკისთან” 26 იანვარს გამართა და  2021 წლის წინასასეზონო შეკრებაზე პირველი შეხვედრა მოიგო ანგარიშით 0:1. თბილისელებმა მე-3 მატჩი უკრაინულ “კოლოსთან” 29 იანვარს გამართეს და შეხვედრა ფერდ 1:1 დაასრულეს.

გარდა ამ სამი მეტოქისა, ცნობილი იყო, რომ ნემსაძის გუნდი 1 თებერვალს ამხანაგურ მატჩს “დინამო კიევთან” გამართავდა, ხოლო 8 თებერვალს “სოჭს” დაუპირისპირდებოდა.

ცნობილი გახდა, რომ “დინამო თბილისი” ამხანაგურ მატჩებს კიდევ სამ გუნდთან გამართავს. ასევე ცნობილია თარიღი და მეტოქეების ვინაობა.

4 თებერვალი – “ლუდოგორეცი” (ბულგარეთი)

6 თებერვალი – “ზორია” (უკრაინა)

11 თებერვალი – “ვერესი” (უკრაინა)


დინამო თბილისი ამხანაგურ მატჩებს კიდევ სამ გუნდთან გამართავს 1

“დინამო თბილისი” 2021 წლის წინასასეზონო შეკრებას 11 თებერვალს “ვერესთან” მატჩით დაასრულებს.

 

 

დინამო თბილისი ამხანაგურ მატჩებს კიდევ სამ გუნდთან გამართავს

სტატიის ავტორი
-