დინამო თბილისი – ნეფთჩი | მსაჯების ვინაობა ცნობილია

“დინამო თბილისი” ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “ნეფთჩის” დაუპირისპირდება.

UEFA-მ 7 ივლისს, თბილისში გასამართი შეხვედრისთვის მსაჯები ოფიციალურად დანიშნა.

“დინამოსა” და “ნეფთჩის” შეხვედრას ისრაელელ მსაჯთა ბრიგადა გაუძღვება. მთავარი არბიტრი დევიდ ფაქსმანი იქნება, მას კი დახმარებას გაუწევენ ასისტენტები: ნატი დოტანი და მატიტაუ იაკობოვი. მეოთხე მსაჯი ასევე ისრაელიდან, იდან ლეიბაა.

მატჩის მთავარ მსაჯს ისრაელის ჩემპიონატში დიდი გამოცდილება აქვს. ის 2015 წლიდან დღემდე 54 მატჩს გაუძღვა, სულ ცოტა ხნის წინ კი, 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზეც იმუშავა.

 

დინამო თბილისი – ნეფთჩი | მსაჯების ვინაობა ცნობილია

სტატიის ავტორი
-