დინამო თბილისის პოტენციური მეტოქე ევროპა ლიგის პლეი-ოფში ცნობილია

დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში ევროპა ლიგის პლეი-ოფის კენჭისყრა გაიმართა.

ცნობილი გახდა “დინამო თბილისის” პოტენციური მეტოქე აღნიშნულ ეტაპზე. ფელიქს ვისენტეს გაწვრთნილი გუნდი “ფეიენოორდის” ბარიერის დაძლევის შემთხვევაში “ნორჩოპინგსა” (შვედეთი) და “აპოელ ბერ-შევას” (ისრაელი) შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ “დინამოსა” და “ფეიენოორდს” შორის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი 8 აგვისტოს როტერდამში გაიმართება.

დინამო თბილისის პოტენციური მეტოქე ევროპა ლიგის პლეი-ოფში ცნობილია

სტატიის ავტორი
-