დიზაინერმა FIFA 21-ის კარიერის რეჟიმის კონცეფცია შექმნა (ვიდეო

დიზაინერმა FIFA 21-ის “ჩემი კარიერის” კონცეფცია შექმნა. საფეხბურთო სიმულატორის ეს მოდი მოთამაშეებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

საკმაოდ ცნობილია მოსაზრება, რომ EA Sports-ი აქცენტს უმეტესად ონლაინ რეჟიმების განვითარებაზე აკეთებს, თუმცა, ამავდროულად, თამაშის დანარჩენი ნაწილების განვითარება ნელი ტემპით მიმდინარეობს.

მოთამაშეები კომპანიისგან ხშირად ითხოვენ, რომ My Career-ის რეჟიმში ცცლილებები შეიტანონ, რადგან ის წლიდან წლამდე ნაკლებად საინტერესო ხდება. აქვე გეტყვით, რომ “ჩემი კარიერა” გეიმერს საშუალებას აძლევს, რომ მართოს სასურველი კლუბი.

დიზაინერმა FIFA 21-ის კარიერის რეჟიმის კონცეფცია შექმნა (ვიდეო 1დიზაინერმა FIFA 21-ის კარიერის რეჟიმის კონცეფცია შექმნა (ვიდეო 2

“ეს არის ის, რასაც ჩვენ ვიმსახურებთ. წარმოიდგინეთ ეს FIFA 21-ში. EA – ჩაინიშნეთ!” – ნათქვამია დიზაინის ავტორის პოსტში.

დიზაინერმა FIFA 21-ის კარიერის რეჟიმის კონცეფცია შექმნა (ვიდეო

| ფეხბურთი |
სტატიის ავტორი
-