დორტმუნდის და მანჩესტერის ყოფილი ფეხბურთელი ნიკა ნინუას თანაგუნდელი გახდა 

დორტმუნდის “ბორუსიას” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ფეხბურთელი, შინჯი კაგავა ქართველი ნახევარმცველის ნიკა ნინუას თანაგუნდელი გახდა.

31 წლის იაპონელმა “პაოკთან” წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა და ბერძნულ კლუბში 23-ნომრიან მაისურს მოირგებს.

კაგავა ბოლოს გიორგი პაპუნაშვილის ყოფილ კლუბ, “სარაგოსაში” ირიცხებოდა და ქართველ ფეხბურთელთან ერთად მოედანზე 5 მატჩში ითამაშა.

კაგავას კარიერის განმავლობაში2-ჯერ ბუნდესლიგა, ერთხელ პრემიერლიგა, 2 გერმანიის თასი და თითო-თითო ინგლისისა და გერმანიის სუპერთასი მოუგია.

რაც შეეხება ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს, ის სალონიკურ კლუბს 2020 წლის ზაფხულში, “დინამო თბილისიდან” შეუერთდა და 6 მატჩში თითო-თითო გოლი და საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.

დორტმუნდის და მანჩესტერის ყოფილი ფეხბურთელი ნიკა ნინუას თანაგუნდელი გახდა 

სტატიის ავტორი
-