ეკატერინე ტიკარაძე: “საქართველო-ბელარუსის მატჩზე დასწრება რეკომენდებული არ არის”

დღეს საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 8 ოქტომბერს გასამართი მატჩის შესახებაც ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ UEFA-მ ერთა ლიგის ნახევარფინალში, საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებების დაპირისპირებაზე “დინამო არენას” 30%-ის შევსების უფლება გასცა. საბოლოო გადაწყვეტილება ადგილობრივმა მთავრობამ უნდა მიიღოს.

“ვიმსჯელეთ და განვიხილეთ რისკები. 8 ოქტომბრამდე საბჭო კიდევ ერთხელ შეიკრიბება, რის შემდეგადაც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

ჩვენი რეკომენდაცია არის ის, რომ საქართველო-ბელარუსის მატჩზე მაყურებლის დასწრება რეკომენდებული არ არის,” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

ეკატერინე ტიკარაძე: “საქართველო-ბელარუსის მატჩზე დასწრება რეკომენდებული არ არის”

სტატიის ავტორი
-