ელგუჯა ლობჯანიძე ისევ ყაზახეთში, ქართველების ყოფილ გუნდში ითამაშებს 

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ელგუჯა ლობჯანიძე კარიერას კვლავაც ყაზახეთის ჩემპიონატში გააგრძელებს.

28 წლის ფორვარდი “ტობოლის” მოთამაშე გახდება. გუნდის, რომელშიც ბოლო წლების განმავლობაში სამმა ქართველმა ფეხბურთელმა: ჯაბა კანკავამ, ნიკა კვეკვესკირმა და ლუკა ზარანდიამ ითამაშა, თუმცა მიმდინარე წლის დასაწყისიდან გუნდი ყველა მათგანმა დატოვა.

ქართველმა ფეხბურთელმა, რომელსაც აქამდე “თარაზისა” და ყიზილორდისკაისარის” შემადგენლობაში უთამაშია, კოსტანაის კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა. იგი “ტობოლში” 99-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

წინა სეზონში “ტობოლმა” ყაზახეთის ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა და მიმდინარე წელს უეფას კონფერენც ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

ელგუჯა ლობჯანიძე ისევ ყაზახეთში, ქართველების ყოფილ გუნდში ითამაშებს 

სტატიის ავტორი
-