ერლინგ ჰოლანდმა 7 მოქმედი თავდამსხმელი დაასახელა, რომელსაც თავისზე უკეთესად მიიჩნევს

მსოფლიო ფეხბურთის ამომავალმა ვარსკვლავმა, ერლინგ ჰოლანდმა ის 7 მოქმედი თავდამსხმელი დაასახელა, რომელსაც თავისზე უკეთესად მიიჩნევს.

20 წლის ტალანტმა, რომელმაც რეკორდი დაამყარა და ჩემპიონთა ლიგის მხოლოდ 14 მატჩში ყველაზე მეტი – 20 გოლის გატანა მოახერხა, ნორვეგიულ გამოცემა VG-სთან საუბრისას თანამედროვეობის საუკეთესო ფორვარდების შესახებ ისაუბრა.

ნორვეგიელი ფეხბურთელის მიერ ჩამოთვლილი ფეხბურთელების ნუსხა ასეთია: 

  • რობერტ ლევანდოვსკი – მიუნხენის “ბაიერნი”/პოლონეთი
  • კრიშტიანუ რონალდუ – ტურინის “იუვენტუსი”/პორტუგალია
  • პიერ-ემერიკ ობამეიანგი – ლონდონის “არსენალი”/გაბონი
  • ჰარი კეინი – “ტოტენჰემი”/ინგლისი
  • ​სერხიო აგუერო – “მანჩესტერ სიტი”/არგენტინა
  • რობერტო ფირმინო – “ლივერპული”/ბრაზილია
  • ​ტიმო ვერნერი – “ჩელსი”/გერმანია

მიმდინარე სეზონში , საკლუბო დონეზე, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 35 შეხვედრაში, ჰოლანდს 33 გოლი აქვს გატანილი და 10 საგოლე გადაცემა გაკეთებული.

ერლინგ ჰოლანდმა 7 მოქმედი თავდამსხმელი დაასახელა, რომელსაც თავისზე უკეთესად მიიჩნევს

სტატიის ავტორი
-