ეროვნული ლიგის მე-19 ტურის სიმბოლური გუნდი Live.ge-ს ვერსიით

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-19 ტურის ყველაზე შედეგიანი მატჩი “ტორპედო” “სიონის” დაპირისპირება გამოდგა. ქუთაისში გამართული უხვგოლიანი მატჩისაგან განსხავვებით სხვა შეხვედრებში შედარებით მოკრძალებული ანგარიში დაფიქსირდა – თუმცა მატჩები საკმაოდ დაძაბული გამოდგა.

Live.ge გთავაზობთ საქართველოს ეროვნული ლიგის მე-19 ტურის სიმბოლურ გუნდს.

“დილა” 2:0 “ვიტ ჯორჯია”

“დინამო” 1:0 “ჩიხურა”

“საბურთალო ” 0:0 “დინამო ბათუმი” 

“რუსთავი” 1:1 “ლოკომოტივი” 

“ტორპედო” 7:0 “სიონი” 

გიორგი ბეგიაშვილი (“დილა”) – ძირითად შემადგენლობაში კვლავ დაბრუნებულმა გიორგი ბეგიაშვილმა “ვიტ ჯორჯიას” წინააღმდეგ რამდენიმე საოცარი სეივი განახორციელა და “დილა” გაშვებული გოლისგან იხსნა.

ლევან გეგეჭკორი (“ტორპედო”) – ქუთაისელთა განაპირა მცველმა “სიონის” რბევაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. ლევან გეგეჭკორმა “სიონის” წინააღმდეგ გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.

ცოტნე კაპანაძე (“რუსთავი”) – “ლოკომოტივთან” გამართულ შეხვედრაში ცოტნე კაპანაძე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. კაპანაძემ პრაქტიკულად უშეცდომოდ ითამაშა და “რუსთავს” მნიშვნელოვანი ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

გიორგი რეხვიაშვილი (“საბურთალო”) – მატჩი საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა გიორგი რეხვიაშვილმა. მისი ლიდერული თვისებები “საბურთალოს” პრინციპულ მეტოქესთან დაპირისპირებაში დაეხმარა.

გია ჩადუნელი (“დილა”) – გორელებმა “ვიტ ჯორჯიას” ორი უპასუხო გოლი გაუტანეს. გია ჩადუნელმა დაცვაში უშეცდომოდ იასპარეზა და მშრალი ანგარიშით გამარჯვებაში ლომის წვლილი დაიდო.

მერაბ გიგაური (“ტორპედო”) – ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული “ტორპედოს” რიგებში. მერაბ გიგაურმა 2 ასისტით და ნახევარდაცვაში იდეალური თამაშით შეძლო თავის გამოჩენა.

ნიკა ნინუა (“დინამო თბილისი”) – დინამოელთა გამარჯვებაში ნიკა ნინუამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მატჩის ერთადერთი გოლის ავტორი სწორედ ნიკა ნინუა გახდა.

ნოდარ ქავთარაძე (“ტორპედო”) – უხვგოლიან მატჩში ნოდარ ქავთარაძემ ორი გოლით შეძლო თავის გამოჩენა. მაისის თვის საუკეთესო ფეხბურთელი კვლავ იდეალურ ასპარეზობას განაგრძობს.

გურამ გოშთელიანი (“დილა”) – გატანილ გოლთან ერთად, გურამ გოშთელიანმა საკუთარ საჯარიმოსთან პროდუქტიული თამასითაჩ გამოიჩინა თავი და “დილას” მცველებს საქმე გაუმარტივა.

ბუდუ ზივზივაძე (“ტორპედო”) – ქუთაისელთა ყველაზე შედეგიანმა მოთამაშემ, მიმდინარე სეზონში კიდევ ერთხელ შეძლო ჰეთ-თრიკით თავის გამოჩენა.

ალვინ ფორტესი (“დილა”) – ორი საგოლე გადაცემით, სწორედ მან ითამაშა მთავარი როლი “დილას” გამარჯვებაში

ეროვნული ლიგის მე-19 ტურის სიმბოლური გუნდი Live.ge-ს ვერსიით

სტატიის ავტორი
-