წლის ბოლო შეხვედრაში, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ბათუმის ახალ სტადიონზე, ინგლისელი თანატოლები ამხანაგურ დაპირისპირებაში – 3:2 დაამარცხეს.
მატჩის შემდეგ, ინგლისელმა გულშემატკივრებმა სოციალურ ქსელში საინტერესო კომენტარები დაწერეს, რომელთაგანაც გამორჩეულებს შემოგთავაზებთ.
- “ასეთ დიდ ახალგაზრდულ ნიჭს გამუდმებით კლავენ 21-წლამდე და უფრო ქვედა ასაკში მომუშავე მწვრთნელები”;
- “ეს სამარცხვინოა”;
- “სანაკრებო ფეხბურთის ყურება აღარ მიყვარს”;
- “ჰარი პოტერის შელოცვაც” აღარ გვიშველის (3:0-ის შემდეფ);
- “საშინელი დაცვა და სავალალო შედეგი”;
- “მომავალი საქართველოსთვის ნათელია!”
- “გაათავისუფლეთ ყველა მათგანი და გაუშვით ნაკრებიდან, ჩვენ საქართველოსთან წავაგეთ, ეს აბსოლუტურად სამარცხვინოა”;