“ინტერის” ინგლისელ ფეხბურთელს ეშლი იანგს კორონავირუსი დაუდგინდა.
ეშლი იანგთან დაკავშირებული ინფორმაცია კვირას კლუბმა საკუთარ ოფიციალურ საიტზე მოკლე შეტყობინების სახით გამოაქვეყნა.
📰 | ANNOUNCEMENT
FC Internazionale Milano announces Ashley Young has tested positive for COVID-19
👉 https://t.co/9PZecrL29z#FCIM
— Inter (@Inter_en) October 11, 2020
ინგლისელი ფეხბურთელი თვითიზოლაციის მიზნით საკუთარ სახლში იმყოფება, სადაც კარანტინს გაივლის.
35 წლის მოთამაშე “ინტერს” იტალიის ჩემპიონატის მე-4 ტურში ვერ დაეხმარება. 17 ოქტობმბერს მილანური დერბი გაიმართება, სადაც “ინტერი” თანაქალაქელ “მილანს” უმასპინძლებს.
ეშლი იანგი 2019-20 წლის სეზონში იტალიურ კლუბს “მანჩესტერ იუნაიტედიდან” შეუერთდა, მას შემდეგ იტალიის ჩემპიონატში 21 შეხვედრა გამართა და თავი 4-ჯერ გამოიჩინა გატანილი გოლით.