ესპანეთის სამეფო თასი: ნახევარფინალური წყვილები ცნობილია  

სენსაციებით დატვირთული ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა შედგა.

კოპა დელ რეის დასკვნით ეტაპზე ბილბაოს “ატლეტიკი” – “გრანადას“, ხოლო “რეალ სოსიედადი” “მირანდესს” დაუპირისპირდება.

ნახევარფინალი წინა რაუნდებისგან განსხვავებით ორმატჩიანი იქნება. პირველი შეხვედრები 11 და 12 თებერვალს, საპასუხოები კი 3 და 4 მარტს გაიმართება.

მეოთხედფინალური ეტაპი სენსაციური გამოდგა, საიდანაც ტურნირს შარშანდელი გათამაშების ფინალისტები “ვალენსია” და “ბარსელონა” გამოეთიშნენ, გამოსვლა დაასრულა მადრიდის “რეალმაც“, რომელმაც “სოსიედადთან” 21-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.

ესპანეთის სამეფო თასი: ნახევარფინალური წყვილები ცნობილია  

სტატიის ავტორი
-