ESPN-მა მიმდინარე სეზონის 10 საუკეთესო ცენტრალური მცველი დაასახელა

ცნობილმა სპორტულმა გამოცემამ, ESPN-მა საუკეთესო ცენტრალური მცველების ათეული გამოაქვეყნა. 

#10 იან ვერტონგენი (ტოტენჰემი, ბელგია)

ლონდონის “ტოტენჰემის” ცენტრალური მცველი, იან ვერტონგენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. ის მიმდინარე სეზონში როგორც გუნდში, ისე ნაკრებში საკმაოდ საიმედოდ გამოიყურება და საპატიო მეათე ადგილიც დაიკავა.
ESPN-მა მიმდინარე სეზონის 10 საუკეთესო ცენტრალური მცველი დაასახელა 1

#9  კალიდუ კულიბალი (ნაპოლი, სენეგალი)

კალიდუ კულიბალი ნაპოლის ცენტრალური მცველია. ის როგორც მიმდინარე სეზონში, ისე წინა სეზონებშიც უმაღლეს დონეზე თამაშობდა და მსოფლიო ჩემპიონატზეც საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მიმდინარე სეზონში მან უკვე 10 თამაში ჩაატარა და ბურთი არ გაუტანია.
ESPN-მა მიმდინარე სეზონის 10 საუკეთესო ცენტრალური მცველი დაასახელა 2

#8  ლეონარდო ბონუჩი  (იუვენტუსი, იტალია)

იტალიელი ცენტრალური მცველი მე-8 ადგილს იკავებს. ის წინა სეზონებში უკეთ გამოიყურებოდა და ამიტომაც იკავებს მერვე პოზიციას. სხვა შემთხვევაში ის საუკეთესო სამეულშიც იქნებოდა. იტალიის ნაკრებსა და ტურინის “იუვენტუსში” მისი და კიელინის წყვილი საიმედო დაცვის ცენტრს ქმნის.
ESPN-მა მიმდინარე სეზონის 10 საუკეთესო ცენტრალური მცველი დაასახელა 3

#7  სამუელ უმტიტი  (ბარსელონა, საფრანგეთი)

“ბარსელონასა” და საფრანგეთის ნაკრების ცენტრალური მცველი საოცარ ფორმაში იყო, მანამ, სანამ ტრავმას არ მიიღებდა. წინა სეზონი უმტიტიმ უმაღლეს დონეზე ჩაატარა და ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი იყო. საფრანგეთის ნაკრებთან ერთად კი, მან მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა და მუნდიალზეც ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე გახდა. სამუელ უმტიტიმ ტრავმა ახლახანს მოიშუშა და ის “ბარსელონას” ძირითად შემადგენლობაში სულ მალე დაბრუნდება.
ESPN-მა მიმდინარე სეზონის 10 საუკეთესო ცენტრალური მცველი დაასახელა 4

#6  ხერარ პიკე  (ბარსელონა, ესპანეთი)

“ბარსელონას” ცენტრალური მცველი საპატიო მეექვსე ადგილზეა. პიკემ სეზონის სტარტი ჩააგდო, თუმცა ნელ-ნელა ფორმაში შევიდა და ახლა ბურთების გატანაც კი დაიწყო. პიკემ სანაკრებო კარიერა დაასრულა. მიმდინარე სეზონში ესპანელმა მცველმა უკვე 20 თამაში ჩაატარა და 5 ბურთის გატანა მოასწრო.
ESPN-მა მიმდინარე სეზონის 10 საუკეთესო ცენტრალური მცველი დაასახელა 5

#5  ჯორჯო კიელინი  (იუვენტუსი, იტალია)

იტალიელი ფეხბურთელი “იუვენტუსის” ერთ-ერთი ლიდერია. მისი ბრძოლისუნარიანობა ტურინელებს ბევრჯერ გამოდგომიათ. კიელინი თავის თანამემამულე ბონუჩისთან ერთად ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალური დაცვის წყვილს ქმნის მსოფლიოში, ასე რომ შემთხვევითი არ არის მისი მეხუთე ადგილზე ხილვა.
ESPN-მა მიმდინარე სეზონის 10 საუკეთესო ცენტრალური მცველი დაასახელა 6

#4  ვირჯილ ვან დაიკი  (ლივერპული, ჰოლანდია)

ვირჯილ, როგორც მას მაისურზე აწერია, მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი საუკეთესოა. ჰოლანდიელი ფეხბურთელი მეორე სართულზე ორთაბრძოლას თითქმის არ აგებს და ტაქტიკურადაც საკმაოდ გამართულად თამაშობს. ის “ლივერპულის” ერთ-ერთი ლიდერია. ვირჯილს კარგი სანაკრებო პერიოდი ჰქონდა. ერთა ლიგაზე მისი კაპიტნობით ჰოლანდიის ნაკრებმა გერმანიასა და საფრანგეთს დიდი უპირატესობით აჯობა. ვან დაიკი მეოთხე ადგილზეა.
ESPN-მა მიმდინარე სეზონის 10 საუკეთესო ცენტრალური მცველი დაასახელა 7

#3  დიეგო გოდინი  (ატლეტიკო, ურუგვაი)

მივადექით საუკეთესო სამეულს და მესამე ადგილზე მადრიდის “ატლეტიკოსა” და ურუგვაის ნაკრების ლიდერი, დიეგო გოდინია. გოდინს არაერთი სეზონი ჩაუტარებია უმაღლეს დონეზე და არც მიმდინარე სეზონია გამონაკლისი. როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე ის შეუდარებელი იყო. მსოფლიო ჩემპიონატზე მისი და ხიმენესის წყვილი საოცრად თამაშობდა და ურუგვაის ჯგუფიდან გასვლასა და მაღალი დონის თამაშში სწორედ მან შეიტანა წვლილი. გოდინი საპატიო მესამე ადგილზეა.
ESPN-მა მიმდინარე სეზონის 10 საუკეთესო ცენტრალური მცველი დაასახელა 8

#2  რაფაელ ვარანი  (მადრიდის რეალი, საფრანგეთი)

საფრანგეთის ნაკრების ცენტრალური მცველი მართლაც საოცარ სეზონს ატარებს. ის პრაქტიკულად უშეცდომოა და მსოფლიო ჩემპიონატზეც ცალსახად საუკეთესო უკანახაზელი იყო. მისი მეორე ადგილი სამართლიანი და დამსახურებულია.
ESPN-მა მიმდინარე სეზონის 10 საუკეთესო ცენტრალური მცველი დაასახელა 9

#1  სერხიო რამოსი  (მადრიდის რეალი, ესპანეთი)

ESPN-ის ვერსიით საუკეთესო ცენტრალური მცველი მადრიდის “რეალის” კაპიტანი, სერხიო რამოსია. რთულია ამაში ვინმეს შეეწინააღმდეგო. რამოსი, როგორც ყოველთვის, გასაოცარ სეზონს ატარებს. ის “რეალის” უდავო ლიდერია და ბურთების გატანაც მოასწრო. მან 20 თამაშში უკვე ხუთჯერ აიღო მეტოქეთა კარი. სერხიო რამოსი არა მხოლოდ მიმდინარე სეზონის საუკეთესო მცველია, ის თამამად შეიძლება მივიჩნიოთ 21-ე საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესოდ.
ESPN-მა მიმდინარე სეზონის 10 საუკეთესო ცენტრალური მცველი დაასახელა 10

 

ESPN-მა მიმდინარე სეზონის 10 საუკეთესო ცენტრალური მცველი დაასახელა

სტატიის ავტორი
-