ევერტონმა 82 წლის წინანდელი რეკორდი გაიმეორა

ინგლისის ლიგის თასის 1/8-ფინალში “ევერტონმა” “ვესტ ჰემი” გამანადგურებელი ანგარიშით – 4:1 დაამარცხა და შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვა.

კანფეტებმა” ამით თავიანთი გამარჯვებათა სერია ექვსამდე გაზარდეს. კარლო ანჩელოტის გუნდმა 2020/21 წლების სეზონში ყველა შეხვედრის მოგება მოახერხა და ამით 82 წლის წინანდელი შედეგი გაიმეორა.

საქმე ისაა, რომ ლივერპულურმა გუნდმა სეზონის საწყისი ექვსი შეხვედრის მოგება ბოლოს 1938/39 წლების სეზონში მოახერხა.

იტალიელი სპეციალისტის გუნდი პრემიერლიგაში სამიდან სამი გამარჯვებით დაგროვილი 9 ქულით “ლივერპულთან” და “ლესტერთან” ერთად ლიდერობს.

ევერტონმა 82 წლის წინანდელი რეკორდი გაიმეორა

სტატიის ავტორი
-