ევრო 2022-ზე საქართველოს ფუტსალის ნაკრების მეტოქეები ცნობილია

დღეს UEFA-ს შტაბ-ბინაში ფუტსალის 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა.

ცნობილი გახდა საქართველოს ნაკრების მეტოქეები მოახლოებულ ტურნირზე.

ჩვენი ნაკრები ევრო 2022-ზე D ჯგუფში, ესპანეთის, აზერბაიჯანისა და ბოსნია-ჰერცეგოვინას ფუტსალის გუნდებთან ერთად ითამაშებს.

ევრო 2022-ზე საქართველოს ფუტსალის ნაკრების მეტოქეები ცნობილია 1

შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ასათიანის გუნდმა ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო. მესამე შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა რუსეთის, საფრანგეთისა და სომხეთის ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, რაც ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად საკმარისი გამოდგა.

ფუტსალის ევრო 2022-ს ნიდერლანდები უმასპინძლებს. ტურნირი 19 იანვრიდან 6 თებერვლამდე გაგრძელდება.

ევრო 2022-ზე საქართველოს ფუტსალის ნაკრების მეტოქეები ცნობილია

სტატიის ავტორი
-