ევროპა ლიგის მატჩი უცნობი დროით გადაიდო

ევროპა ლიგის საპასუხო მატჩი “ზალცბურგსა” და “აინტრახტს” შორის დღეს აღარ ჩატარდება. საბედნიეროდ, მიზეზი კორონავირუსი არ არის.

როგორც ცნობილია, ავსტრიაში დღეს ქარიშხალს ელოდებიან. სინოპტიკოსების პროგნოზით, ქარის სიჩქარე 120 კმ/სთ იქნება, რის გამოც, ქვეყანაში საგანგებო სიტუაციაა გამოცხადებული.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გაიმართება გუნდებს შორის საპასუხო დაპირისპირება. აქვე შეგახსენებთ, რომ პირველ თამაშში “აინტრახტმა” “ზალცბურს” 4:1 მოუგო.

ევროპა ლიგის მატჩი უცნობი დროით გადაიდო

სტატიის ავტორი
-