ევროპა ლიგის 2021/2022 წლების სეზონის ჯგუფები ცნობილია

დღეს UEFA-ს შტაბ-ბინაში ევროპა ლიგის 2021/22 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

ფინალურ ეტაპზე ევროპის 32 საუკეთესო გუნდი 8 ჯგუფში დაკომპლექტდა.

ევროპა ლიგის 2021/2022 წლების სეზონის ჯგუფები ცნობილია 1

შეგახსენებთ, რომ 2021/2022 წლების ევროპა ლიგის სეზონში, 3 ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს. B ჯგუფში, სადაც ავსტრიული “შტურმი” მოხვდა, გუნდის კაპიტანი – ოთარ კიტეიშვილია, რომელმაც შესარჩევ ეტაპზე 2 გოლის გატანა შეძლო. რაც შეეხება “ფერენცაროშს”, უნგრული კლუბი G ჯგუფში “ბეტისთან”, “სელტიკთან” და “ლევერკუზენთან” ერთად მოხვდა. “ფერენცვაროშის” რიგებში კი ორი ქართველი ირიცხება: ლაშა დვალი და გიორგი ხარაიშვილი.

2021/2022 წლების სეზონის ევროპა ლიგის ფინალი ესპანეთში, “სევილიას” სტადიონზე – “რამოს სანჩეს პისხუანზე” გაიმართება, რომელიც 2022 წლის 18 მაისს გაიმართება.

ევროპა ლიგის 2021/2022 წლების სეზონის ჯგუფები ცნობილია

სტატიის ავტორი
-