ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი – U17 და U19 ნაკრებების ჯგუფები ცნობილია

9 დეკემბერს, U17 და U19 საფეხბურთო ნაკრებებების კენჭისყრა გაიმართა და ნაკრებები ჯგუფებში განაწილდნენ.

საქართველოს U17 ნაკრებთან ერთად ჯგუფში: უნგრეთი, ისლანდია და ესტონეთი მოხვდნენ, საიდანაც ელიტ რაუნდში პირველ და მეორე ადგილოსნები გადაინაცვლებენ და ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად იბრძოლებენ.

🇬🇪 17-წლამდელები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეოთხე ჯგუფში უნგრეთის, ისლანდიის და ესტონეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებენ.

Posted by საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია • Georgian Football Federation on Wednesday, 9 December 2020

რაც შეეხება U19 ნაკრებს, “ჯვაროსნები” მე-10 ჯგუფში მიიღებენ მონაწილეობას, სადაც ჩვენი მეტოქეები: უელსი, ნორვეგია და კოსოვო იქნებიან.

🇬🇪 19-წლამდელები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეათე ჯგუფში ნორვეგიის, უელსის და კოსოვოს ნაკრებებთან ერთად იასპარეზებენ.

Posted by საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია • Georgian Football Federation on Wednesday, 9 December 2020

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი – U17 და U19 ნაკრებების ჯგუფები ცნობილია

სტატიის ავტორი
-