Ea Sports-მა დღეს FIFA 21-ის საუკეთესო მოთამაშეთა რეიტინგი გამოაქვეყნა.
ყველაზე პოპულარული საფეხბურთო ვიდეოთამაშის პირველი ნომერი კვლავ ლიონელ მესია. არგენტინელი ფეხბურთელის რეიტინგი წელს 93-ს შეადგენს. წინა წელთან შედარებით “ბარსელონას” კაპიტანს 1 ქულა მოაკლეს.
მესის შემდეგ წელსაც კრიშტიანუ რონალდუა. ლეოს მსგავსად, პორტუგალიელი ფეხბურთელის რეიტინგი 1-ით შემცირდა (92).
TOP 10 ასე გამოიყურება:
- მესი (93)
- რონალდუ (92)
- ლევანდოვსკი (91)
- დე ბრუინე (91)
- ნეიმარი (91)
- ობლაკი (91)
- ვან დაიკი (90)
- მბაპე (90)
- მანე (90)
- სალაჰი (90)
FIFA 21 ოფიციალურად 6 ოქტომბერს გამოვა.