FIFA 22 – ქართველი ფეხბურთელების რეიტინგი ცნობილია

FIFA 22-ში ქართველი ფეხბურთელების რეიტინგი ცნობილია. ყველაზე პრესტიჟულ საფეხბურთო ვიდეოთამაშში წელს 18 წარმომადგენელი გვეყოლება.

FIFA 22-ში საუკეთესო ქართველი რეიტინგის მქონე ქართველი გიორგი მაკარიძეა. “ალმერიას” მეკარის მონაცემი 75-ია.

მაკარიძის შემდგომ საბა ლობჟანიძე (72) მოდის. აღსანიშნავია, რომ “ჰათაისფორის” ფეხბურთელი ქართველებს შორის ყველაზე სწრაფია (88). გარდა ამისა, საბას სუსტი ფეხი მაქსიმალურ, 5 დონეზე აქვს.

FIFA 22-ში ერთი ახალი სახეც გვყავს. ლაშა დვალი, რომელიც “ფერენცვაროშში” თამაშობს, ვიდეოთამაშში წელს პირველად იქნება.

ყველა ქართველი ფეხბურთელი FIFA 22-ში: 

FIFA 22 - ქართველი ფეხბურთელების რეიტინგი ცნობილია 1FIFA 22 - ქართველი ფეხბურთელების რეიტინგი ცნობილია 2

FIFA 22 – ქართველი ფეხბურთელების რეიტინგი ცნობილია

სტატიის ავტორი
-