Fifa Awards – ცნობილია, თუ როგორ გადაანაწილა საკუთარი ხმები მესიმ

27 თებერვალს Fifa-ს დაჯილდოება გაიმართა, სადაც 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელი, მეკარე, გულშემატკივარი, მწვრთნელი, გოლი და Fair Play-ს ჯილდო გამოვლინდა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ Fair Play-ს ჯილდოს მფლობელი ქართველი მცველი – ლუკა ლოჩოშვილი გახდა.

წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს კი ლეო მესი დაეუფლა, რომლისთვისაც ეს კარიერაში 77-ე ინდივიდუალური ჯილდო იყო.

თავად მესიმ კი საკუთარი ხმები შემდეგნაირად გადაანაწილა:

  • პირველი ადგილი – ნეიმარი
  • მეორე ადგილი – კილიან მბაპე
  • მესამე ადგილიკარიმ ბენზემა
https://twitter.com/Football__Tweet/status/1630467530908131329

Fifa Awards – ცნობილია, თუ როგორ გადაანაწილა საკუთარი ხმები მესიმ

სტატიის ავტორი
-