FIFA-ს განახლებული რეიტინგი – საქართველოს ნაკრების პოზიცია რეიტინგში უცვლელია

 

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ეროვნული ნაკრებების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.

საქართველოს ნაკრებს სარეიტინგო ცვლილებები არ შეხებია, ნაკრები 1242 ქულით ისევ 96-ე ადგილზეა.

განახლებულ რეიტინგში, ეგვიპტის ნაკრები 20 პოზიციით უკან, 45-დან 65-ე ადგილზე გადაინაცვლა.

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონი გერმანიის ნაკრები, პირველიდან მე-15 ადგილზე დაქვეითდა. განახლებული სარეიტინგო სიის ლიდერი – ამჟამინდელი მსოფლიო ჩემპიონი, საფრანგეთის ეროვნული ნაკრები გახდა.

კლასიფიკაციის განახლებული ვერსია 20 სექტემბერს, ერთა ლიგის პირველი მატჩების შემდეგ გამოქვეყნდება.

 

FIFA-ს ახალი რეიტინგის TOP 10 ასე გამოიყურება –

1. საფრანგეთი – 1 726

2. ბელგია – 1 723

3. ბრაზილია – 1 657

4. ხორვატია – 1 643

5. ურუგვაი – 1 627

6. ინგლისი – 1 615

7. პორტუგალია- 1 599

8. შვეიცარია – 1 597

9. ესპანეთი – 1 580

10. დანია – 1 580

საქართველოს ნაკრების მეტოქეების რეიტინგი ერთალიგის ჯგუფში: 

1. ანდორა – 130

2. ყაზახეთი -116

3. ლატვია – 129

FIFA-ს განახლებული რეიტინგი – საქართველოს ნაკრების პოზიცია რეიტინგში უცვლელია

სტატიის ავტორი
-