FORBES-მა წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა

პრესტიჟულმა ამერიკულმა გამოცემა Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა განახლებული სია გამოაქვეყნა.

ისტორიაში პირველად, FORBES-ის სიას სათავეში “ბარსელონას” კაპიტანი ლიონელ მესი ჩაუდგა. ის წელიწადში $127 მილიონს იღებს, რომელთაგანაც 35 მილიონი სპონსორებისგანაა.

მესი ბოლო 19 წლის განმავლობაში მხოლოდ მე-4 სპორტსმენია, ვინც მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადის “ტიტულს” ფლობს. ამ წლების განმავლობაში ასეთები იყვნენ: ტაიგერ ვუდსი (გოლფი) – 12-ჯერ, ფლოიდ მეივეზერი (პროფესიული კრივი) – 4-ჯერ და კრიშტიანუ რონალდუ (ფეხბურთი) – 2-ჯერ.

მესიმ პირველ ადგილზე მეივეზერი შეცვალა, რომელსაც ბოლო 12 თვე არსად უასპარეზია. პირველ სამეულში კი ყველა ფეხბურთელია. მეორეზეა კრიშტიანუ რონალდუ $109 მილიონით, მესამეზე კი ნეიმარი – $105 მილიონით.

FORBES-მა ეს სია პირველად 1990 წელს გამოაქვეყნა. სიის პირველ სამეულში ფეხბურთელები კი პირველად მოხვდნენ.

სიის პირველი ათეული კი ასე გამოიყურება:

  1. ლიონელ მესი (ფეხბურთი) – 127 მილიონი დოლარი.
  2. კრიშტიანუ რონალდუ (ფეხბურთი) – 109 მილიონი დოლარი.
  3. ნეიმარი (ფეხბურთი) – 105 მილიონი დოლარი.
  4. საულ ალვარესი (კრივი) – 94 მილიონი დოლარი.
  5. როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი) – 93.4 მილიონი დოლარი.
  6. რასელ უილსონი (ამერიკული ფეხბურთი) – 89.5 მილიონი დოლარი.
  7. აარონ როჯერსი (ამერიკული ფეხბურთი) – 89.3 მილიონი დოლარი.
  8. ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი) – 89 მილიონი დოლარი.
  9. სტეფ კარი (კალათბურთი) – 79.8 მილიონი დოლარი.
  10. კევინ დურანტი (კალათბურთი) – 65.4 მილიონი დოლარი.

FORBES-მა წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა

სტატიის ავტორი
-