გასული წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენები

მართალია, გასული წელი ლეო მესისთვის ტიტულებით დახუნძლული არ ყოფილა, თუმცა არგენტინელი ფეხბურთელისთვის ამას ყველაზე მაღალშემოსავლიან სპორტსმენად ყოფნისთვის ხელი არ შეუშლია.

Forbes-ის მონაცემების თანახმად, “ბარსელონას” კაპიტანმა 2019 წელს 127 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და რეიტინგს სათავეში უდგას.

TOP 10 ასე გამოიყურება: 

10. კევინ დურანტი, კალათბურთი – $65.4 მილიონი

9. სტეფ კარი, კალათბურთი – $79.8 მილიონი

8. ლებრონ ჯეიმსი, კალათბურთი – $89 მილიონი

7. აარონ როჯერსი, ამერიკული ფეხბურთი – $89.3 მილიონი

6. რასელ უილსონი, ამერიკული ფეხბურთი – $89.5 მილიონი

5. როჯერ ფედერერი, ჩოგბურთი – $93.4 მილიონი

4. კანელო ალვარესი, კრივი – $94 მილიონი

3. ნეიმარი, ფეხბურთი – $105 მილიონი

2. კრიშტიანუ რონალდუ, ფეხბურთი – $109 მილიონი

1. ლეო მესი, ფეხბურთი – $127 მილიონი

ასევე ცნობილია, რომ MMA-ს ვარსკვლავმა, კონორ მაკგრეგორმა შარშან 47 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

გასული წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენები

სტატიის ავტორი
-