დოჰას გადაჭარბებული სიცხის გამო, უელსს მსოფლიო ჩემპიონატისთვის სავარჯიშო გეგმების შეცვლა მოუწია. რობ პეიჯის გუნდს დღის პირველი ვარჯიში ყოველდღიურად, ადგილობრივი დროით 13:30 საათზე უნდა დაეწყო, თუმცა უელსელთათვის შუადღეს ვარჯიში შეუძლებელი აღმოჩნდა.
მიუხედავად იმისა, რომ ნოემბრის შუა რიცხვებია, შუადღის ტემპერატურა საშუალოზე მაღალი, 30 გრადუსზე მეტია. უელსი ახლა ადგილობრივი დროით 16:00 საათზე ივარჯიშებს და ყველა მომავალი ვარჯიში საღამოს საათებში ჩატარდება.
![გაუსაძლისი სიცხის გამო უელსის ნაკრებმა ვარჯიშის დროები შეცვალა 1 გაუსაძლისი სიცხის გამო უელსის ნაკრებმა ვარჯიშის დროები შეცვალა 1](https://www.live.ge/wp-content/uploads/2022/11/lcimg-0edcc56d-9bb6-477a-a49f-d92c0b54bcac.jpeg)
უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობ პეიჯმა, ასევე ირანთან მატჩზე ისაუბრა, რომელიც 25 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 14:00 საათზე უნდა შედგეს.
“შეჯიბრის ორგანიზატორებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ჩვენ სიცხეში გვეთამაშა.“
![გაუსაძლისი სიცხის გამო უელსის ნაკრებმა ვარჯიშის დროები შეცვალა 2 გაუსაძლისი სიცხის გამო უელსის ნაკრებმა ვარჯიშის დროები შეცვალა 2](https://www.live.ge/wp-content/uploads/2022/11/lcimg-6401e6f9-f028-4c24-a634-3b149a53fdee.jpeg)
უელსის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე B ჯგუფში: ინგლისის, ირანისა და აშშ-ს ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს.