გია გრიგალავა ტულას არსენალში დაბრუნდა 

საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი გია გრიგალავა კარიერას ტულას “არსენალში” გააგრძელებს.

32 წლის ფეხბურთელი, 2021/22 წლების სეზონში “ხიმკის” შემადგენლობაში თამაშობდა, სადაც მონაწილეობა 10 შეხვედრაში მიიღო, ახლა კი ყოფილ კლუბში დაბრუნდა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული კლუბი Telegram-ში ავრცელებს.

გრიგალავას კარიერის განმავლობაში “ნიჟნი-ნოვგოროდის”, მახაჭკალის “ანჟის”, “როსტოვის”, “კრილია სოვეტოვის”, კვიპროსული “ეთნიკოსისა” და “პაფოსის” შემადგენლობაში უთამაშია, ტულას “არსენალის” შემადგენლობაში კი 93 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი და 2 საგოლე პასი გაკეთებული.

გია გრიგალავამ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 34 მატჩი ჩაატარა, ბოლოს კი იქ 2021 წლის მარტში, შვედეთის, ესპანეთის  და საბერძნეთის ნაკრებების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრებში იყო გამოძახებული.

გია გრიგალავა ტულას არსენალში დაბრუნდა 

სტატიის ავტორი
-