გია გრიგალავამ რუსეთის თასზე გაიტანა (ვიდეო)

დღეს რუსეთის თასის საპასუხო მატჩები გაიმართა.

გია გრიგალავას ტულას “არსენალი” სახლში “ორენბურგს” დაუპირისპირდა და ფრე, 1:1 ითამაშა.

აღნიშნული გუნდების პირველი შეხვედრა 4:2 დასრულდა და ორი მატჩის ჯამში (5:3) “არსენალი” შემდეგ ეტაპზე გავიდა.

რაც შეეხება დღევანდელ თამაშს, გრიგალავამ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და 54-ე წუთზე გოლის გატანაც მოახერხა.

გია გრიგალავამ რუსეთის თასზე გაიტანა (ვიდეო)

სტატიის ავტორი
-