გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს დაუბრუნდა

ბელგიის ჩემპიონატის მე-18 ტურში “გენტმა” შინ “ვარეგემი” მიიღო და მეტოქე 2:0 დაამარცხა.

აღნიშნული მატჩის 75-ე წუთზე მოედანზე გამოჩნდა გიორგი ჩაკვეტაძე. ქართველი გულშემატკივარი 20 წლის ფეხბურთელის გამოჩენას მოედანზე დიდი ხნის განმავლობაში ელოდა.

შეგახსენებთ, რომ გიორგიმ მიმდინარე წლის აპრილში მუხლი დაიზიანა და ოპერაცია გაიკეთა. ჩაკვემ იძულებით 8 თვე იუქმა.

მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა მოედანზე მხოლოდ 15 წუთი გაატარა, მან თამაშის გამწვავება მაინც მოახერხა. გიორგიმ ერთ-ერთ ეპიზოდში თანაგუნდელი მეკარესთან პირისპირაც გაიყვანა, თუმცა ბურთი ძელს მოხვდა.

“გენტმა” აღნიშნული გამარჯვებით ბელგიის ჩემპიონატში მე-2 ადგილზე გადაინაცვლა.

გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს დაუბრუნდა

სტატიის ავტორი
-