გიორგი ჩაკვეტაძის სატრანსფერო ფასი 2 მილიონით შემცირდა

გიორგი ჩაკვეტაძე კვლავ ტრავმირებულია, ქართველი ფეხბურთელი სექტემბერში, ჩემპიონთა ლიგაზე მიღებული დაზიანების შემდეგ მოედანზე სრულფასოვან დაბრუნებას ჯერ ვერ ახერხებს.

სამწუხაროდ, ქრონიკული ტრავმიანობა აისახება “გენტის” 10-იანის სატრანსფერო ღირებულებაზეც. ცნობილმა საფეხბურთო სააგენტო Transfermarkt-მა ჩაკვეტაძის ღირებულება 2 მილიონით შეამცირა, ახლა კი გიორგი მხოლოდ 4 მილიონი ევრო ღირს.

21 წლის ფეხბურთელის ფასი 2018 წლის დეკემბერში 9 მილიონი იყო, თუმცა მძიმე ტრავმისა და ოპერაციების შემდეგ, გიორგის ძველი ღირებულების ნახევარიც აღარ დარჩა.

ჩაკვეტაძის თქმით, მოედანს ის თებერვლის ბოლოს დაუბრუნდება.

გიორგი ჩაკვეტაძის სატრანსფერო ფასი 2 მილიონით შემცირდა

სტატიის ავტორი
-