გიორგი ხარაიშვილი შვედეთის თასის გამარჯვებულია

შვედეთის თასის ფინალში ერთმანეთს გიორგი ხარაიშვილის “გიოტებორგი” და “მალმიო” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ქართველი ფეხბურთელის გუნდის გამარჯვებით დასრულდა 2:1.

სამწუხაროდ, ფინალში ტრავმის გამო არ უთამაშია ხარაიშვილს. 24 წლის ნახევარმცველმა შვედეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში მცირე დაზიანება მიიღო.

რაც შეეხება “მალმიოსთან” მატჩს, “გიოტებორგი” მე-40 წუთზე მარცხდებოდა, თუმცა ხარაიშვილის გუნდმა 86-ე და 96-ე წუთზე გატანილი გოლებით შვედეთის თასის მოგება მოახერხა.

გიორგიმ თასზე “გიოტებორგის” მაისურით 2 გოლი გაიტანა. ზაფხულში მას ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ვიხილავთ.

გიორგი ხარაიშვილი შვედეთის თასის გამარჯვებულია

სტატიის ავტორი
-