გიორგი მერებაშვილი თვის საუკეთესო გახდა 

გიორგი მერებაშვილი პლოცკისვისლას” ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

საქართველოს ნაკრების შემტევმა პოლონური კლუბის შემადგენლობაში წინა თვეში 2 შეხვედრაში ითამაშა, 1 გოლის გატანა შეძლო და ორივე შემთხვევაში თავისი გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო გახდა. ბოლო სამი შეხვედრაა მერებაშვილი სრულად თამაშობს.

33 წლის ქართველ ფეხბურთელს ამ სეზონში ექსტრაკლასში 12 მატჩი აქვს ჩატარებული და 2 გოლი გატანილი, მისი გუნდი კი 18 ტურის შემდეგ 27 ქულით მერვე ადგილზე იმყოფება.

გიორგი მერებაშვილი თვის საუკეთესო გახდა 

სტატიის ავტორი
-