გიორგი ნავალოვსკიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბათუმის “დინამოს” 35 წლის მარცხენა მცველმა – გიორგი ნავალოვსკიმ, სანაკრებო კარიერა დაასრულა.

გიორგი ნავალოვსკის, ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 21 წლის ასაკში, ესტონეთის საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ ჰქონდა. საერთო ჯამში კი გიორგი ნავალოვსკიმ ერონულ ნაკრებში 41 მატჩი ჩაატარა: 17 ამხანაგურ მატჩში, 10 მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევზე, 7 ევროპის ჩემპიონატის შესარჩევზე და 7 ერთა ლიგაზე.

მან ჯამში ეროვნულ ნაკრებში 3.380 წუთი ითამაშა, სადაც თავი მხოლოდ ერთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა, რომელიც ლიეტუვას ნარკების წინააღმდეგ გააკეთა, რომელიც საქართველოს ნაკრებმა 4:0 გაიმარჯვა.

 

გიორგი ნავალოვსკიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა

სტატიის ავტორი
-