გიორგი პაპუნაშვილი ლა ლიგა 2-ის აუტსაიდერ გუნდში გადავა

გიორგი პაპუნაშვილმა თავის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. 24 წლის ფეხბურთელი ესპანეთში დარჩება.

ესპანური გამოცემის, heraldo.as-ის თანახმად, ქართველ ნახევარმცველს “სარაგოსა” სეზონის ბოლომდე “ესტრემადურაში” გაანათხოვრებს. 

როგორც მოგეხსენებათ, პაპუნაშვილის გადაბირებით არაერთი კლუბი ინტერესდებოდა. გიორგი სურდა ბერძნულ “პანათინაიკოსს”, MLS-ის გუნდებსა და ლა ლიგა 2-ის რამდენიმე კლუბს. საქართველოს ნაკრების წევრი ახლოს იყო სანტანდერის “რასინგში” გადასვლასთან, თუმცა მხარეები დეტალებზე ვერ შეთანხმდნენ.

“ესტრემადურას” ლა ლიგა 2-ში კარგი სეზონი არ აქვს. გუნდს 22 ტურის შემდეგ 22 ქულა აქვს და მე-19 პოზიციით გასავარდნ ზონაშია.

გიორგი პაპუნაშვილი ლა ლიგა 2-ის აუტსაიდერ გუნდში გადავა

სტატიის ავტორი
-