“გიორგი ყველანაირად მზადაა” – გენტის მწვრთნელი ჩაკვეტაძის დაბრუნებას აანონსებს

ბელგიური გამოცემა voetbalprimeur.be “გენტის” მთავარი მწვრთნელის იეს ტორუპის სიტყვებს ციტირებს და ვარაუდობს, რომ გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს მალე დაუბრუნდება.

“გიორგი დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა. ის როგორც ფიზიკურად ისე მენტალურად სრულფასოვნად მზადაა, მე კი მის განაცხადში მოხვედრას მხარს ვუჭერ”,-ამბობს ტორუპი.

სტატიაში ნათქვამია ისიც, რომ გუნდში კონკურენცია გაზრდილია. ჯონათან დევიდი შესანიშნავ ფორმაშია და მეათე ნომრის პოზიციაზე ის უკვე პირველი არჩევანია, ამიტომ საქართველოს ნაკრების შემტევს გუნდში თავის ხელახლა დასამკვიდრებლად გარკვეული დრო დასჭირდება.

“დინამო თბილისის” აღზრდილი 20 წლის ნახევარმცველი ტრავმის გამო თებერვლის შემდეგ მოედანზე არ გასულა.

“გიორგი ყველანაირად მზადაა” – გენტის მწვრთნელი ჩაკვეტაძის დაბრუნებას აანონსებს

სტატიის ავტორი
-