“გრძნობთ წნეხს?” – ზლატანის ორიგინალური პასუხი ჟურნალისტს

კალიფორნიული კლასიკოს წინ სადაც ზლატან იბრაჰიმოვიჩის “ლოს ანჯელეს გელექსი” ვაკო ყაზაიშვილისა და გურამ კაშიას “სან ხოსეს” დაუპირისპირდა  “გელექსის” შვედი ფორვარდი პრესკონფერენციას დაესწრო, სადაც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვაზე, გრძნობს თუ არა იგი წნეხს, ზლატანმა ტრადიციულად ორიგინალურად უპასუხა : “წნეხი? მე 33 ტიტული მაქვს, რაც ალბათ უფრო მეტია ვიდრე მთლიანი MLS-ს ფეხბურთელების ერთად აღებული”

ზლატანი და “გელექსი” დერბიში 0:3 დამარცხდნენ, ყაზაიშვილმა გოლი და საგოლე პასი მიითვალა.

“გრძნობთ წნეხს?” – ზლატანის ორიგინალური პასუხი ჟურნალისტს

სტატიის ავტორი
-