გულის კოლაფსი – ავსტრიაში ფეხბურთელი სიკვდილს გადაარჩინეს

ავსტრიის თასის მატჩი “ბლაუ-ლინცსა” და “ჰარტბერგს” შორის შეწყდა – ამის მიზეზი “ლინცის” ფეხბურთელის რაფაელ დვამენას გულის კოლაფსი გახდა.

26 წლის ფორვარდი ერთ-ერთ მომენტში მოედნის კიდესთან წაიქცა, რის შემდეგაც ექიმებმა დვამენა გულის გაჩერებისგან დეფიბრილატორით გადაარჩინეს.

როგორც ცნობილია, ორივე გუნდის ფეხბურთელებს მყისიერი რეაქცია ჰქონდათ – ისინი მალევე წრეზე შეიკრიბნენ და სამედიცინო შტაბს მუშაობის საშუალება მისცეს.

 

გულის კოლაფსი – ავსტრიაში ფეხბურთელი სიკვდილს გადაარჩინეს

| ფეხბურთი |
სტატიის ავტორი
-