არასრულ ერთ თვეში ინგლისური ფეხბურთის მოყვარულებმა “ლივერპულისა” და “არსენალის” დაპირისპირება სამჯერ ვიხილეთ, აქედან ორჯერ კი საქმე 11-მეტრიანი დარტყმების სერიამდე მივიდა, ორივე შემთხვევაში გამარჯვებული ლონდონური კლუბი გამოვიდა.
ამ დაპირისპირებებში ერთ-ერთი საინტერესო ეპიზოდი ეინსლი მაიტლენდ-ნაილსის მიერ პენალტის გამორჩეულად შესრულების მანერაა.
დარტყმის უცნაურ სტილში შესრულების გამო, შეშფოთებულია “მეთოფეთა” მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტაც, რომელმაც გაამხილა თუ რა უთხრა პენალტის შესრულებამდე თავისი გუნდის ახალბედა ფეხბურთელს.
I say what’s, what’s cooler than being cool?
Ice cold.
🥶 @MaitlandNiles pic.twitter.com/YpkOD6ORfM
— Arsenal (@Arsenal) October 2, 2020
“გასახდელში მას ვუთხარი, რომ თუ პენალტს ასე კიდევ შეასრულებდა, გულის შეტევა დამემართებოდა. ღვთის გულისთვის…”, – თქვა ესპანელმა მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
საბოლოოდ, 23 წლის ინგლისელმა ფეხბურთელმა პენალტი იგივე მანერით, ზუსტად შეასრულა და მიზნის მიღწევის შემდეგ სიცილიც ვერ შეიკავა.
Look at this guy 😭 pic.twitter.com/OhLkNYAc6v
— B (@mikelaafc) August 31, 2020