ჰანსი ფლიკი გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად წარადგინეს

მიმდინარე სეზონში “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი – ჰანსი ფლიკი, გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად წარადგინეს.

ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი – იახიმ ლიოვი ნაკრებს დატოვებს. ჰანსი ფლიკი გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე 2024 წლამდე იმუშავებს.

მან მიუნხენის “ბაიერნთან “ერთად ბუნდესლიგა 2-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერ თასი, საკლუბო ჩემპიონთა ლიგა და გერმანიის თასი მოიგო.

 

ჰანსი ფლიკი გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად წარადგინეს

სტატიის ავტორი
-