ჰენდერსონი ინგლისში დააფასეს – ლივერპულის კაპიტანი საუკეთესოდ აღიარეს 

2019 წლის ინგლისის ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელი ჯორდან ჰენდერსონი გახდა.

“ლივერპულის” კაპიტანმა კონკურენციაში “მანჩესტერ სიტისა” და “ტოტენჰემის” თავდამსხმელებს რაჰიმ სტერლინგსა და ჰარი კეინს აჯობა.

29 წლის ნახევარმცველმა “სამი ლომის” რიგებში წინა წელს შვიდ მატჩში ითამაშა.

რამდენიმე დღის წინ, ვეტერანმა ბრიტანელმა ფეხბურთელმა გარი ლინეკერმა ჰენდერსონს პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე დაუფასებელი მოთამაშე უწოდა.

ჰენდერსონი ინგლისში დააფასეს – ლივერპულის კაპიტანი საუკეთესოდ აღიარეს 

სტატიის ავტორი
-