ჰერვი ელიოტი – პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი!

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა პრემიერ ლიგის 37-ე ტურის მატჩი, სადაც “ვულვზი” “ფულემს” დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.

ეს მატჩი გამორჩეული იყო იმით, რომ მატჩის 88-ე წუთზე “ფულემის” შემადგენლობაში ანდრე-ფრანკ ზამბოს მაგივრად მოედანზე გამოვიდა ჰერვი ელიოტი, რომელიც პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.

ინგლისელი ფეხბურთელი 16 წლისა და 30 დღის არის. იგი 2003 წლის 4 აპრილს დაიბადა.

ჰერვი ელიოტი - პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი! 1

ჰერვი ელიოტი – პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი!

სტატიის ავტორი
-