ჰილსბროს ტრაგედიაზე სასამართლომ ყოფილ პოლიციელს განაჩენი გამოუტანა

პრესტონის საქალაქო სასამართლომ ჰილსბროს ტრაგედიის საქმეზე განაჩენი გამოიტანა.

პოლიციის ყოფილ მეთაურს, რომელიც 1989 წელს, ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალში “ლივერპულსა” და “ნოტინგემ ფორეტსს” შორის გამართულ მატჩში უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გახლდათ, ბრალად 96 გულშემატკივრის მოკვლა ედებოდა.

6 კვირის განმავლობაში მტკიცებულებების მოსმენის და 14-საათიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, 7 მამაკაცისა და 3 ქალისგან შემდგარმა სასამართლომ ამჟამად 75 წლის ბრალდებული უდანაშაულოდ სცნო.

ჰილსბროს ტრაგედიაზე სასამართლომ ყოფილ პოლიციელს განაჩენი გამოუტანა 1

ყოფილი პოლიციელი მიმდინარე წელს სასამართლოზე მეორედ მოხვდა, წლის დასაწყისში ნაფიცმა მსაჯულებმა განაჩენის გამოტანა ვერ მოახერხეს.

1989 წლის 15 აპრილს,ორი კლუბის გულშემატკივრებს შორის მომხდარ სისხლიან დაპირისპირებისას 96 ადამიანი გარდაიცვალა, 766 კი მძიმედ დაშავდა. ჰილსბროს ტრაგედია ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დაპირისპირების სახელითაა შესული.

ჰილსბროს ტრაგედიაზე სასამართლომ ყოფილ პოლიციელს განაჩენი გამოუტანა 2

ჰილსბროს ტრაგედიაზე სასამართლომ ყოფილ პოლიციელს განაჩენი გამოუტანა

სტატიის ავტორი
-