ჰოლანდით თუ მის გარეშე? დორტმუნდი შოტლანდიაშია

ევროპა ლიგის 1/16-ფინალის საპასუხო მატჩისთვის დორტმუნდის “ბორუსია” შოტლანდიაში გაემგზავრა. “რეინჯერსთან” პირველი მატჩის საკუთარ კედლებში (2:4) მარცხის შემდეგ, გერმანელებს კვლავ დიდი დანაკლისი აქვთ.

როგორც ცნობილია, მარკო როსეს გუნდი საპასუხო შეხვედრას ერლინგ ჰოლანდის გარეშე გამართავს. ნორვეგიელ თავდამსხმელს 1 თვეა კუნთის ტრავმა აწუხებს, რის გამოც ის “ბორუსიას” მნიშვნელოვან მატჩებში ვერ ეხმარება. აქვე გეტყვით, რომ ჰოლანდი ბოლოს მოედანზე 22 იანვარს, “ჰოფენჰაიმთან” (3:2) გავიდა.

მიუხედავად იმისა, რომ ერლინგმა ორშაბათს გუნდთან ერთად ვარჯიში ჩაატარა, ის შოტლანდიაში მაინც ვერ გაემგზავრა. ჰოლანდს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 20 მატჩში 23 გოლი და 6 საგოლე გადაცემა აქვს.

 

ჰოლანდით თუ მის გარეშე? დორტმუნდი შოტლანდიაშია

სტატიის ავტორი
-