შვედი თავდამსხემლის ზლატან იბრაჰიმოვიჩის გოლი “ლოს ანჯელესის” კარში, რომელიც მან აშშ-ში სადებიუტო შეხვედრაში გაიტანა, MLS-ის ისტორიაში საუკეთესეოდ აღიარეს.
შვედმა ფორვარდმა აშშ-ში ორ წელიწადზე ნაკლები ითამაშა, 2018 წლის მარტიდან 2020 წლის იანვრამდე. ამ პერიოდში მან 58 შეხვედრაში “ლოს ანჯელეს გალაქსის” შემადგენლობაში 53 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა.
2018 წელს “ლოს ანჯელეს გალაქსის” შემადგენლობაში სადებიუტო შეხვედრაში 35 მეტრიდან გატანილი იბრას გოლი MLS-ის ისტორიაში საუკეთესოდ აირჩიეს.
Remember where you were when Zlatan did this?!? @Ibra_official‘s stunner in his MLS debut has been voted presented by @ATT. pic.twitter.com/6WD6KIZjm1
— Major League Soccer (@MLS) December 17, 2020
ორგანიზაციის საიტზე ჩატარდა ხმის მიცემის პროცესი, იბრაჰიმოვიჩის გოლმა პირველი ადგილი ხმების 12,21%-ით დაიკავა. მე-2 ადგილზე ობაფემი მარტინსის გოლი გავიდა ხმების 10,55%-ით, ხოლო მე-3 ადგილი დარლინგტონ ნაბგემ დაიკავა ხმების 9,59%-ით.
39 წლის იბრა კარიერას “მილანში” აგრძელებს და სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 6 ჩატარებულ შეხვედრაში 10 გოლია მის ანგარიშზე.