იბრაჰიმოვიჩმა ტრავმა მიიღო – შვედს შესაძლოა დიდი დრო გაუცდეს

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ვარჯიშზე ტრავმა მიიღო. ამჟამინდელი ინფორმაციით, “მილანის” თავდამსხმელს აქილევსის მყესი დაუზიანდა, რის გამოც დიდ დროს გამოტოვებს.

Sky Sports-ის იტალიელი ჟურნალისტების თანახმად, 39 წლის შვედი ფეხბურთელი დღეს, ორშაბათს, ვარჯიშზე დაშავდა.

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩი “მილანში” მიმდინარე წლის იანვარში დაბრუნდა. ზლატანმა სერია A-ში ჩატარებულ 8 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მილანური კლუბის ექიმები იბრაჰიმოვიჩს გამოკვლევას ჩაუტარებენ, რის შემდეგაც ტრავმის სიმძიმე გაირკვევა.

იბრაჰიმოვიჩმა ტრავმა მიიღო – შვედს შესაძლოა დიდი დრო გაუცდეს

სტატიის ავტორი
-