იმობილე პრემიერლიგაში გადასვლასთან ახლოსაა

იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ჩირო იმობილე შესაძლოა პრემიერლიგაში გადაბარგდეს.

30 წლის თავდამსხმელის წაყვანა თანამემამულე კარლო ანჩელოტის სურს, რომელიც ამჟამად “ევერტონს” წვრთნის.

ჩიროს რომის “ლაციოსთან” კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე აქვს, რომლის გამოსასყიდი თანხაც 50 მილიონი ევროა.

“არწივებმა” სერია A-ს შეწყვეტილ სეზონში 26 ტურის შემდეგ 62 ქულა დააგროვეს და მეორე ადგილს იკავებენ. უშუალოდ იმობილემ 27 გოლის გატანა მოახერხა და ევროპის ოქროს ბუცისთვის ბრძოლაში ლიდერობს.

იმობილე პრემიერლიგაში გადასვლასთან ახლოსაა

სტატიის ავტორი
-