ინგლისში 9 წლის ბიჭი ვარჯიშის დროს მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა

ინგლისში 9 წლის ფეხბურთელი ჯორდან ბენკსი მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა.

ბლექფულის ასაკობრივი გუნდის მოთამაშე გუშინ, სამშაბათს, ვარჯიშობდა, რა დროსაც ტრაგიკული შემთხვევა მოხდა.

ჯორდანის საავადმყოფოში მალევე გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

“დიდი მწუხარებით ვაცხადებთ, რომ ჯორდანი, ჩვენი U9 გუნდის ფეხბურთელი, ტრაგიკულად გარდაიცვალა საყვარელი საქმის კეთების დროს.

ის იყო ჩვენი კაშკაშა ვარსკვლავი და ინსპირაცია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ის შეხვედრია. ძლიერი, შეუპოვარი და მამაცი ბიჭი, რომელიც ყველას ძალიან მოგვენატრება,” – ვკითხულობთ კლუბის განცხადებაში.

ინგლისში 9 წლის ბიჭი ვარჯიშის დროს მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა

სტატიის ავტორი
-